სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გოდერძი თევზაძე პატიმრობაში რჩება
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

შესაბამისად, სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა რამდენიმე კვირის წინ შეუფარდა.

იმ დროისთვის თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებს საკუთარი ნებით 2016 წლის 13 სექტემბერს ჩაბარდა.

თევზაძე, რომელიც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა აცახადებდა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა და შიმშილობის დაწყებას აპირებდა.

დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.

გოდერძი თევზაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა,
562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023
წლის მონაცემები.
10:46 / 15.03.2024
აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა, 562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023 წლის მონაცემები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.