„მართლმსაჯულების შესახებ პროექტები ეხმარება საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში“ (ვიდეო)
14:06 / 19.04.2024
„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია
გამართა.
შეხვედრას ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები დაესწრნენ. შეხვედრა
სასტუმრო "არგოში" მოეწყო.
პროექტის „გამჭვირვალე სასამართლო სისტემა მოქალაქეთა ნდობის
ამაღლებისა და დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად“
განსახორციელებლად „ქუთაისიპოსტმა“ 8 აქტივობა წარმოადგინა.
ამ აქტივობების მიზანი სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ცოდნის
გაღრმავება და სასამართლო სისტემისადმი საჭიროების შემთხვევაში
მიმართვიანობა იყო.
შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ
ცალკეულად წარმოადგინა ყველა აქტივობაზე ინფორმაცია, რაც
„ქუთაისიპოსტმა“ 8 თვის განმავლობაში განახორციელა.
„ჩვენ ამ პროექტით გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ როგორ მუშაობას
სასამართლო, როგორ უნდა მიმართოს მოქალაქეებმა და და რა სახის
საქმეებს განიხილავს. ეს პროექტი ემსახურებოდა სასამართლო სისტემის
გამჭვირვალობას. სამწუხაროდ, პროექტის მიმდინარეობისას დავინახეთ, რომ
სასამართლო იმაზე მეტად ჩაკეტილია , ვიდრე ამას საზოგადოებას გარედან
ხედავს“, - განმარტა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
წარმატებული ქეისი, სასამართლო საათი, ტური სასამართლოებში და
მულტიმედია მასალა - ესაა ის კონკრეტული აქტივობები, რომლითაც
ქუთაისიპოსტი შეეცადა მოქალაქეებამდე მიეტანა ის მთავარი სათქმელი -
რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვენლოვანი საკუთარი უფლებებიც
დაცვა სამარტლებრივი გზით, რომ ბრძოლას უფლებებისთვის ბრძოლას
ყოველთვის აქვს აზრი.
განხორციელებული პროექტების შედეგების მიხედვით გამოკვეთილ არსებულ
გამოწვევებზე ისაუბრეს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“
და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის
ხელმძღვანელებმა.
შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა, სადაც სტუდენტებიც
ჩაერთვნენ.
მათი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, როგორც
ინფორმაციის თვალსაზრისით, ასევე შესაძლებლობა ქონდეთ მათთვის
საინტერესო კითხვებზე პაუხებების მიღების.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები