სამართალი
მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების ვალდებულება - მომხრეები და მოწინაღმდეგეები
FaceBook
საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.  

ამის ვალდებულება მას შემდეგ დადგა, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების მექანიზმი, რომელიც დროებითი იქნება და  სადაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას დაევალება.

ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამ  მექანიზმის დანერგვა. აღნიშნული რეკომენდაცია ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია და იგი როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა, ისე  გააცნო საზოგადოებას.

"ეს არის შედეგი სწორედ იმ ირიბი თუ პირდაპირი უცხოური დაფინანსებისა – ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავში იხარშება ასეთი იდეები, რომ საქართველოში ერთი ხელისუფლების შტო, სასამართლო დააკომპლექტონ უცხო ქვეყნებმა", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

სინამდვილეში ეს ინიციატივა ევროკომისიის რეკომენდაციებში იკითხება. 

თანაც კეთილსინდისიერების შემოწმების ვალდებულება სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება.

"სასამართლოს გუშაგის" ცნობით, მათი რაოდენობა 60 -ა. ესენი არიან სასამართლოს თავმჯდომარეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

ვეტინგის მოწინააღმდეგეებმა  "არაკოლეგიალობად" ჩაუთვალეს კეთილსინდისიერების შემოწმების მომხრეებს მათი პოზიცია და ისიც  აღნიშნეს, რომ ვეტინგს მხარს ძირითადად ისინი უჭერენ, რომელთაც არ ეხებათ კეთილსინდისიერებაზე შემოწმება.

ამ ეტაპზე ვეტინგის მხარდამჭერ მოსამართლეთა რიცხვი 10-ია: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ეკა გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.ასევე ტყიბულის მაგისტრანტი სასამართლოს მოსამართლე - ციცინო კიკვაძე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლეები: გიორგი ებანოიძე; თამარ ხაჟომია, ეკა არეშიძე და მადონა მაისურაძე,  გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ლევან დარბაიძე და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - მამუკა წიკლაური.

მათგან განსხვავებით ვეტინგის პრინციპს მძიმე შეფასება მისცა უზენაესმა სასამართლომ. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ

"... ე.წ. ,,ვეტინგი" ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს ,,კეთილსინდისიერების"" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".

ვეტინგის მომხრე მოსამართლეების ნაწილი გააკრიტიკა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც და მათ "კეთილსინდისიერების პრობლემაზე" მიუთითა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

კოალიციამ მიიჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები მიმართულია განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეთა დისკრედიტაციისაკენ. მათი აზრით,მმართველი გუნდის ამგვარ რიტორიკას მსუსხავი ეფექტი აქვს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე, ლახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას და აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.