სამართალი
მოსწავლეთა ტური ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში
FaceBook
"ქუთაისიპოსტმა", USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მომდევნო ტური ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შენობაში მოაწყო.

ტურის ფარგლებში, ზესტაფონის #1 საჯარო სკოლისა და „ზესტაფონის მომავლის სკოლის“ 35-მდე მოსწავლე უწყების მუშაობის პრინციპებს გაეცნო და შენობის ისტორია მოისმინა.

ტურს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მენეჯერი ნინო გელაშვილი უძღვებოდა.



„ზესტაფონის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქოს, სისხლის და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. მისი განსჯადობა 2009 წლის 2 დეკემბრიდან ვრცელდება როგორც ზესტაფონის, ისე ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონებზე. ხარაგაულსა და თერჯოლაში მოქმედებენ მაგისტრანტი მოსამართლეები, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში კი, დღეის მდგომარეობით, მართლმსაჯულებას ახორციელებს ორი მოსამართლე.

აღნიშნული შენობა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს გადმოეცა 2006 წელს. ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ტექნოლოგიურად აღჭურვილ ახალ სივრცეში გავაგრძელეთ მუშაობა“,- განუმარტა ნინო გელაშვილმა მოსწავლეებს.



მან მოზარდებს დეტალურად გააცნო საქმეთა განხილვის წესებიც, დაათვალიერებინა სისხლისა და სამოქალაქო საქმეთა განხილვის სხდომათა დარბაზები, აუხსნა, როგორ და რა გარემოში მიმდინარეობს დავების განხილვა და როგორია პროცედურები.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, სასამართლოში, ერთი დღით, სხვადასხვა როლიც მოერგოთ, რაც ტურის განსაკუთრებულად საინტერესო და სახალისო ნაწილი აღმოჩნდა მათთვის.







„აქამდე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა სასამართლოს შესახებ, თუ რა ხდებოდა შიგნით. ამიტომ, მრავლისმომცემი იყო ეს შეხვედრა, მომეწონა და აღფროვანებული ვარ. შესაძლოა, დავფიქრდე კიდეც სამომავლოდ ამ პროფესიის არჩევაზე“,- ამბობს „ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მოსწავლე ქეთევან მაღლაკელიძე.

„გამიხარდა როცა თქვეს, რომ მოვდიოდით სასამართლოში. ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ სასამართლოს შესახებ. ასე რომ, დღევანდელი დღე რაღაც გავლენას მაინც მოახდენს პროფესიის არჩევისას“, - ამბობს ზესტაფონის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ბობოხიძე.



ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოწყობილი ტურის მნიშვნელობაზე და არაფორმალური განათლების კუთხით მის როლზე ისაუბრეს მასწავლებლებმაც.

„ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო აქ სტუმრობა და ვფიქრობ, რომ ბავშვებსაც მოეწონათ. ჩვენს სკოლას პრიორიტეტი აქვს აღებული არაფორმალურ განათლებაზე და აქ მიღებული ცოდნა მათთვის სამომავლოდ იქნება უფრო ნაყოფიერი. შესაძლებელია, მათ პროფესიულ არჩევანზეც იქონიოს გავლენა. ამიტომ, დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო პროექტისათვის“,- ამბობს ზესტაფონის #1 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქოს მასწავლებელი სოფიო ობოლაძე.

„მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სასამართლოს სისტემის შესახებ. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქუთაისიპოსტის“ რედაქციას, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ასეთ საინტერესო აქტივობაში ჩართულიყვნენ, ასევე იმ ორგანიზაციას, რომელმაც აღნიშნული პროექტი განახორციელა საქართველოში“,- ამბობს „ზესტაფონის მომავლის სკოლის“ ისტორიის პედაგოგი მაია გუმბერიძე.





საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტი”, USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგარდებისთვის მომავალში კიდევ 2 ტურს მოაწყობს იმერეთის საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოებში.

ტური სასამართლოებში ახალგაზრდა თაობისთვის სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.