სამართალი
მოსწავლეთა ტური ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
FaceBook
საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტმა” USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსწავლე-ახალგაზარდებისთვის ტური მოაწყო.
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის 25-მდე მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა სასამართლოს მუშაობის პრინციპებს და შენობის ისტორიას.




მედიაორგანიზაციის მიმდინარე პროექტის “გამჭვირვალე სასამართლო სისტემა მოქალაქეთა ნდობის ამაღლებისა და დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად” ფარგლებში სააპელაციო სასამართლოში მოწყობილი ტური ახალგაზრდა თაობისთვის სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ტურს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე, არჩილ გლუნჩაძე უძღვებოდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს დეტალურად გააცნო საქმეთა განხილვის წესები, შენობის ისტორია, დაათვალიერებინა როგორც სისხლის, ასევე, სამოქალაქო საქმეთა განხილვის სხდომათა დარბაზები, განუმარტა მათ თუ როგორ და რა გარემოში მიმდინარებს დავების განხილვა და როგორია პროცედურები.



“მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მიხარია ეს კომუნიკაცია და მივესალმები. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, შეიძლება ვინმეს გაგიჩნდეთ სურვული ამ სფეროში იპოვოთ თქვენი თავი,” - უთხრა მოსწავლეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ, არჩილ გლუნჩაძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოწყობილი ტურის მსვლელობის დროს, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქოდათ მოერგოთ სხვადასხვა როლიც, რაც მათთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მოსწავლე-ახალგაზრდებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი აღნიშნულ აქტივობაში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.

“ძალიან საინტერესო იყო სააპელაციო სასამართლოს დათვალიერება, გაცნობა. ვიმედოვნებ, კიდევ განმეორდება ასეთი პროექტები, რომ მივიღოთ მონაწილეობა,” - ამბოს ქუთაისის მე-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ცირეკიძე.

“ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ ამ შენობის შესახებ და მოხარული ვარ, რომ აქ მოვედი,” - ამბობს მოსწავლე ლიზა დოღონაძე.



ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოწყობილი ტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს პედაგოგეგმაც. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ აღნიშული აქტივობა არის ერთგვარი პრაქტიკა სკოლაში ნასწვალი საკუთარი თვალით იხილონ, ასევე, შესაძლოა, მოწყობილმა ტურმა ახალგაზრდების პროფესიული მომავლის ბედი განსაზღვროს.

“ჩვენს ბავშვებთან ერთად ვიმყოფებოდი სააპელაციო სასამართლოს შენობაში. მე, როგორც დამრიგებელი, პროფესიული განვითარების კუთხით ბავშვებს ვაცნობ ხოლმე სხვადასხვა პროფესიებს და დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. პირველად იყვნენ აქ. მოიხიბლნენ ამ შენობით და შესაძლებელია, დღევანდელმა დღემ გადაწყვიტოს რომელიმე ბავშვის მომავალი,” - ამბობს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოდი ნინო დათაშვილი.


“სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ხშირად ვსაუბრობთ ხელისუფლების მესამე შტოზე, სასამართლო ხელისუფლების შესახებ და თეორიულად ნასწავლი მასალის პრაქტიკულად განხორციელება შეძლეს და მოახერხეს დღეს ბავშვებმა,” - აღნიშნა მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო თევდორაძემ.

საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტი” USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მოსწავლე ახალგარდებისთვის მომავალში კიდევ 3 ტურს მოაწყობს იმერეთის საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოებში.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი
წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების
სასარგებლოდ დასრულდა.
15:58 / 28.04.2024
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების სასარგებლოდ დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.