სამართალი
უბილეთოდ მგზავრობის გამო დაჯარიმებულ 20850 პირზე ამნისტია ამოქმედდა
FaceBook
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ამნისტიას ითვალისწინებს,
უკვე ამოქმედდა.

როგორც  ეროვნულ ბიუროში ამბობენ, ამნისტიის კანონის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც უბილეთოდ იმგზავრეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ეს სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. საერთო ჯამში, სახელმწიფო სამართალდამრღვევებს მილიონ ორასი ათასამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.
მათივე ინფორმაციით, გამოცხადებული ამნისტიის შედეგად ჯარიმებისაგან 20850 პირი თავისუფლდება − ამჟამად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" წარმოებაშია მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით 21000-ზე მეტი საქმე.
მნიშვნელოვანია, რომ იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმა დაეკისრათ, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია. სახდელისაგან გათავისუფლება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს მცირედ ფინანსურ შეღავათს მისცემს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ოდენობის ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვისაგან.
ავტობუსის ჯარიმებისგან შეჭირვებული მოსახლეობის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა 2014 წლის ზაფხულში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული მიმდინარე საქმეების ინვენტარიზაციის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღო. ინვენტარიზაციის ანგარიშში გამოჩნდა, რომ 21000 აღსასრულებელი საქმე საზოგადოების ყველაზე შეჭირვებულ ფენას ეხებოდა და სწორედ ავტობუსის ჯარიმებს უკავშირდებოდა. მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ჯარიმების აღსრულებაზე ამნისტია გამოცხადებულიყო. აღნიშნული ინიციატივა გაიზიარა პრემიერმა და მთავრობამ, მათ შორის, ფინანსურმა ბლოკმაც და გასულ წელს მთავრობის ინიციატივად დარეგისტრირდა.
წყარო: ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.