სამართალი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა
FaceBook
ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

განაჩენს არ ეთანხმება დაცვის მხარე. ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის, ზაზა ხაჟალიას თქმით, საქმე უზენასეს სასამართლოში გასაჩივრდება.

ირაკლი მერკვილაძე 2018 წლის 26 იანვარს, სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ბრალად ედება ხუთი წლის წინ, საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

პროკურატურის მტკიცებით,  ირაკლი მერკვილაძემ, რომელმაც მატინოვას  ოპერაცია  გაუკეთა,  პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა არასათანადოდ შეაფასა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. 

დაცვის მხარე კი საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებში არსებულ  წინააღმდეგობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მატინოვას გარდაცვალების მიზეზი არ შეიძლებოდა ირაკლი მერკვილაძის უყურადღებობა ყოფილიყო. 


ამავე თემაზე:

„ექსპერტიზის დასკვნაში ბევრი წინააღმდეგობაა“ - ირაკლი მერკვილაძის პროცესი სააპელაციო სასამართლოში

ირაკლი მერკვილაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ირაკლი მერკვილაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ



Print