სამართალი
ტელეფონის გამო არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებული, აღიარებს, რომ მობილური მან მოიპარა
FaceBook
წყალტუბოში, ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული ი. ტ. აღირებს, რომ მობილური ტელეფონი, რის გამოც მასსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტი მოხდა, თავად მოიპარა.
გამოძიების მიერ მტკიცებულების სახით ამოღებულ ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლომ 24 აპრილის სხდომაზე საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო. დასკვნის მტკიცებულებად ცნობის შუამდგომლობა პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

17 წლის მოზარდის მკვლეობაში ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი შენგელიას თქმით, ი.ტ.-მ მობილური ტელეფონის მოპარვის ფაქტი ექსპერტიზის ჩატარებამდე აღიარა, შესაბამისად, დასკვნის საქმეზე დართვას ვერ შეეწინააღმდგებოდნენ.

"მოწმის სახით დაიკითხა მანქანის მძღოლი, რომელმაც თქვა, რომ მობილურ ტელეფონს, რომელიც გოგონას მანქანაში დარჩა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფარულად დაეუფლა. შესაბამისად, წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა",- ამბობს ირაკლი შენგელია.

მისი თქმით, ი.ტ. დანაშაულს მის მიმართ წაყენებულ მთავარ ბრალშიც აღიარებს, თუმცა, ამბობს, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცლილი არასრულწლოვანი იყო.

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში, 2017 წლის 2 დეკებერს, ი.ტ ყოფილი თანაკლასელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულის არეში სასიკვდილო დარტყმა მიაყენა 17 წლის თორნიკე ბაღაშვილს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონფლიქტის მიზეზი მათი საერთო ნაცნობი გოგონას მობილური ტელეფონი იყო. როგორც გამოძიებით დადგინდა, ტელეფონი, რომელიც გოგონას იმ ავტომობილში დარჩა, სადაც გარდაცვლილი და ბრალდებულიც ისხდნენ, ი.ტ.-მ აიღო. მას შემდეგ კი რაც გოგონამ ტელეფონი მოიკითხა, გარდაცვლილმა მას უთხრა, რომ მობილური ი.ტ.-მ აიღო. გოგონამ ი.ტ.-ს სახლში მიაკითხა და ტელეფონის მოპარვაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ, ბრალდებულმა ყოფილ თანაკლასელს, თორნიკე ბაღაშვილს სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ გოგონა მან მიუგზავნა და საქმის გასარჩევად სოფლის სასაფალოს ტერიტორიზე შეხვედრას სთხოვდა.

ი.ტ.-ს საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მაისსაა ჩანიშნული. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, სხდომაზე ერთ-ერთი მოწმისა და თავად ბრალდებულის დაკითხვა იგეგმება.


ამავე თემაზე:


მობილურით გახსნილი მოზარდის მკვლელობის საქმე

წყალტუბოში მოკლული მოზარდის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულს

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.
12:00 / 18.09.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.

სამტრედიის ბაღებში ცხენის
ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ  მარკოიძეს, 
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ
გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
16:25 / 17.07.2019

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ  მარკოიძეს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.