სამართალი
თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს
FaceBook
თაღლითბაში ბრალდებულები სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლების სახელით მოქალაქეების კუთვნილ ავტომანქანებს დაეუფლნენ. 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ცოლ-ქმარი - 1987 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. და 1989 წელს დაბადებული მარიამ გ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს "საქართველოს შესყიდვები", ვებ-გვერდ "myauto.ge"-ზე განთავსებული განცხადებებით პოულობდნენ გასაყიდად გამოტანილ, სასურველ ავტომანქანებს, ავტომანქანების მესაკუთრეებს უკავშირდებოდნენ და ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები. ისინი თითქოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობდნენ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისთვის ავტომანქანების შესყიდვას აწარმოებდნენ. მარიამ გ. ავტომანქანების მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა, რომელთა თანახმად, ვალდებულებას იღებდა თითქოსდა თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში მათთვის უნდა ჩაერიცხა ავტომანქანის ღირებულება და ხელშეკრულების ხელისმოწერისთანავე მანქანებს იფორმებდა შპს "საქართველოს შესყიდვების" სახელზე. დაკავებულები ავტომანქანებს გადაფორმებისთანავე ღირებულების ნახევარ ფასად ასხვისებდნენ სხვადასხვა ლომბარდსა და ფიზიკურ პირებზე, ხოლო მიღებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და მანქანების მესაკუთრეებს კუთვნილ თანხებს არ ურიცხავდნენ. აღნიშნული სქემით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ხუთი მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 132 400 აშშ დოლარს შეადგენს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 9785 ამერიკული დოლარი, 1660 ლარი და ოთხი ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ვახტანგ ბ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია
გამართა.
14:06 / 19.04.2024

„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.