სამართალი
ადვოკატის მიმართ მუქარის შემცველი სმს-ების გაგზავნაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
FaceBook
ადვოკატი ლედი ტუკვაძის მიმართ მუქარის შემცველი სმს-ების გაგზავნის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
უფლებადამცველმა მედიისთვის ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია იმ ადამიანის ვინაობა, რომლებიც მას შეტყობინებებს აგზავნიან. 

ტუკვაძე გამოძიებას ელოდება, რომ ზუსტად დადგინდეს თუ ვინ დგას ამ ადამიანის უკან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მის მიმართ დაწყებული ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა ყოფილი ცოლის ძალადობაში ბალდებული გ.ბ -ის ს საქმეს უკავშირდება.

"ყალბი ფეისბუქ ექაუნთებით მიზანმიმართულად ვრცელდება ღირსებისშემლახავი ინფორმაციები სოციალურ ქსელში. გარდა მუქარის შემცველი წერილებისა, რომ მე ვიცავ მოძალადეს, რომ ყველას ჩაგვსვამენ ციხეში ვინც გ. ბ-ეს იცავს. ასევე მომდის სარიტუალო ხასიათის მუსიკა. ამ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მაქვს ეჭვი, რომ მას კონკრეტული ადამიანები მართავენ", - ამბობს გ. ბ- ის ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

დ. გ-იანი მის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამარლოში პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც სააპელაციომ პატიმრობა შეუფარდა.



ამავე თემაზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი
წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების
სასარგებლოდ დასრულდა.
15:58 / 28.04.2024
სამი პენსიონერი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივად ერთი წელი იბრძოდა. სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე პენსიონერების სასარგებლოდ დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.