სამართალი
ქუთაისში ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
სამართალდამცავებმა ქუთაისში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული პირი თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, გადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.

ამავე თემაზე:


ყაჩაღობა "საქართველოს ბანკში" - დაჭრილია ერთი ადამიანი

"საქართველოს ბანკში" შეჭრილმა პირმა თანხა გაიტაცა და მიიმალა - შსს

ქუთაისში დაყაჩაღების დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია
გამართა.
14:06 / 19.04.2024

„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.