ახალი ამბები
"ფაიზერის" ვაქცინის შემოტანაზე შეთანხმება მიღწეულია" - ჯანდაცვის მინისტრი
"ფაიზერის" ვაქცინის შემოტანაზე შეთანხმება მიღწეულია" - ჯანდაცვის მინისტრი
12:25 / 13.01.2021
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ფაიზერის” ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით შეთანხმება პლატფორმა "კოვაქსთან"მიღწეულია.
ახალი კანონით ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება
ახალი კანონით ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება
12:22 / 13.01.2021
"ამნისტიის შესახებ"  კანონპროექტი პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, დაამტკიცა.


კანონპროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.

დამტკიცებული პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს; ასევე ის ეხება  ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით); 

პროექტის თანახმად, ამნისტია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება, ძირითადად შეეხება ნარკოდანაშაულს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია. ამნისტია არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა თუნდაც გაუფრთხილებლობით მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.

ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული პირი სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ნასამართლობის არმქონეა, დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი.

კანონპროექტის ავტორის, მიხეილ სარჯველაძის  ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს.

ამნისტია უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
იმერეთში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის 234  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:18 / 13.01.2021
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 234  ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქუთაისი რგფ-დან 8 მილიონ ლარს მიიღებს
ქუთაისი რგფ-დან 8 მილიონ ლარს მიიღებს
11:04 / 13.01.2021
რეგიონალური განვითარების ფონდი ქუთაისის თვითმმართველობას 8 475 371 ლარს გადასცემს.
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩატარება 1-ელ თებერვლამდე არ აღდგება
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩატარება 1-ელ თებერვლამდე  არ აღდგება
10:58 / 13.01.2021
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად,
სამტრედიაში მაშველებმა მწყემსები გადაარჩინეს
სამტრედიაში მაშველებმა მწყემსები გადაარჩინეს
09:42 / 13.01.2021
იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, რამდენიმე საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ 4 მწყემსი მდინარე რიონის მეორე ნაპირიდან უვნებლად გამოიყვანეს.
More Articles...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.