ახალი ამბები
რიონის ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი პოლიციის თანხლებით მივიდა
რიონის ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი პოლიციის თანხლებით მივიდა
11:31 / 03.04.2021
რიონის ხეობაში, გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად, ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი მივიდა.


მერაბ ლომინაძესთან ერთად ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან. ადგილობრივი აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ახალი დირექტორი მათ მუქარის და ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

"საუბარი ჰქონდა მუქარის შემცველი და გვითხრა, რომ უნდა გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები, რადგან კომპანიამ უნდა გააგრძელოს აქ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის ძალით შეგვიშლიან ხელს",- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობისკენ მისასვლელი გზა  შეზღუდულია. საპოლიციო კონტროლი გუმათჰესის ტერიტორიიდან იწყება.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 160-ე ღამე გაათიეს კარვებში.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
რა ხდება იმერეთის სოფელში, რომელიც შესაძლოა ჩაიკეტოს
რა ხდება იმერეთის სოფელში, რომელიც შესაძლოა ჩაიკეტოს
15:04 / 02.04.2021
ბოლოს 24 საათის განმავლობაში ჭიათურის სოფელ ითხვისში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი გაიზარდა - ომბუდსმენის ანგარიში
Საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი  გაიზარდა - ომბუდსმენის ანგარიში
13:03 / 02.04.2021

ომბუდსმენის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი, სადაც ფიქსირდება 1 ბავშვი მაინც, 71 766-დან 87 527 ოჯახამდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 909 ადამიანი აიცრა
საქართველოში  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 909 ადამიანი აიცრა
12:05 / 02.04.2021
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1077 პირი აიცრა.
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია
11:19 / 02.04.2021
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა.
იმერეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:00 / 02.04.2021
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
More Articles...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.