ქუთაისში, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციამ მერიის წინ გადაინაცვლა.
"არა ბიძინას გოშიებს!
"საქართველოს 37 სირცხვილი", ჭორვილიზაცია უნდა დასრულდეს",
"გადაგვაგდეთ, გადაგაგდებთ" - ამ მოწოდებებით დაიწყეს ქუთაისის აკაკი
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია მესხიშვილის თეატრის
წინ.
ქუთაისში, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია
გაიმართება. მათი მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული
სისტემით ჩატარებაა.
საერთაშორისო რესპუბლიკური
ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით,
გამოკითხული მოსახლების უმრავლესობა, 68 პროცენტი ამბობს, რომ
სმენიათ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ. მათგან 78 პროცენტი
კი ამ სისტემის მომხრეა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში ხელისუფლებას მოუწოდენენ აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.