პოლიტიკა
მოკრივე, მეწარმე, იურისტი - ვინ არიან "ოცნების" პარტიული სიის კანდიდატები
FaceBook
"ქართული ოცნების" პარტიული სიის ათეულში ერთ-ერთი კანდიდატი სამკერვალო საწარმო "იმერის" ხელმძღვანელია.

მაია სიმონიძე სიის მეორე ნომერი გახლავთ.

სამკერვალო საწარმო "იმერი" ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2016 წლის საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა და ამისთვის შესაბამისი ჯილდოც გადასცა. ასევე, გასულ წელსვე კომპანიამ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსებაც მიიღო.

საწარმოს ხელმძღვანელი, მაია სიმონიძე ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ სამთავრობო პროგრამის სახსრებით ფაბრიკაში ძველი, საბჭოთა პერიოდში არსებული საამქრო განაახლეს, რომელიც 120 თანამშრომელზეა გათვლილი და უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი. პროგრამის ფარგლებში, ასევე, მთელ საწარმოში გათბობისა და კონდიცირების ერთიანი სისტემაც მოეწყო.

"ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარიაა. მან რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელი ფეისბუქით განცხადება გაავრცელა, რომ ის პოლიტიკაში დარჩენას არ პირებდა. თუმცა, ამჯერად ის აცხადებს, რომ შეხედულება "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას  გამო შეიცვალა.

"ძალიან კარგი მერი ეყოლება ჩვენს ქალაქს. ამან უფრო გადამაწტყვეტინა," – განაცხადა ნიკა ლატარიამ პარტიული სიის ათეულის წარდგენის ღონისძიებაზე.

ის დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს და მეორე ტურის ჩატარებას გამორიცხავს. ნიკა ლატარიას კანდიდატურას, გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისის მეათე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრებენ. თუმცა, თავად წინასწარ პროგნოზს არ აკეთებს.

"სულ ცოტაც დაველოდოთ. გავიმარჯვებთ პირველივე ტურში და ვნახავთ," - ამბობს ლატარია.

გასულ წლებში მისი სახელი იმ კომპანიას უკავშირდებოდა, რომელსაც ქალაქის ცენტრში "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარედ სასატუმროს მშენებლობა სურდა. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ქუთაისის მერიამ ამ ტერიტორიის სანაცვლოდ შპს "ანასტასიას" "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ადგილი გადასცა. ნიკა ლატარია ირწმუნებოდა, რომ კომპანიაში მისი დედის კუთვნილი წილი დათმო და სხვას გადასცა.

ქუთაისის საკრებულოდან, ნიკა ლატარიას გარდა, პარტიულ სიაში კიდევ ერთი დეპუტატი, ლაშა გვენეტაძე მოხვდა. მიმდინარე წლის 7 თებერვალს სამართალდამცავებმა ის ძმასთან და მეგობართად ერთად დააკავა. გამოძება მათ ბრალს გვენეტაძეების მამის საფლავის შესაძლო მძარველის ცემაში დებდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატს 9 თვიანი პატიმრობა მიმდინარე წლის 24 მაისს შეუფარდა. ლაშა გვენეტაძე 5 ოქტომბერს უნდა გაეთავისუფლებიათ, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ის 30 აგვისტოს გათავისუფლდა.

"ქართული ოცნების" პარტიული სიაშია სპორტული ჟურნალისტი, რამაზ ჩხიკვაძე. ის გასულ წლებში ჟურნალისტურ საქმიანობასთან ერთად, ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის მენეჯერი და ტექნიკური მენეჯერიც იყო. ბოლო პერიოდში კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დირექტორი გახლდათ.

სიაში მოხვდა ქუთაისის მაჟორიტარის, კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ახალაძე და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ოთარ ლორთქიფანიძე.

"ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრები არიან წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორები, დავით წულეისკირი და ნანა კოსტავა, ასევე იურისტი, ვლასი გარდაფხაძე, რომელიც ამჟამად აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობს.

სიის მეათე ნომერი კი მოკრივე და მსოფლიოს ჩემპიონი კობა ფხაკაძეა, რომელიც ამ ტიტულის გარდა, არაერთი ჯილდოს მფლობელია.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.