პოლიტიკა
ქუთაისის მერობის რეგისტრირებულ კანდიდატებს საოლქო კომისია მანდატებს 25 სექტემბერს გადასცემს
FaceBook
ქუთაისის მერობის რეგისტრირებულ კანდიდატებს #59 საოლქო საარჩევნო კომისია მანდატებს მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გადასცემს.
კომისიას განცხადებით ათმა კანდიდატმა მიმართა. მათ ამისთვის ბოლო ვადა 21 სექტემბერს დღის 6 საათზე ამოეწურათ.

"საბუთების შემოტანის ვადები მხოლოდ რვა კანდიდატმა დაიცვა,"- ამბობს საოლქო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ია იაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომისია პარტია "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის, დავით გოგისვანიძის და "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წარმომადგენლის", აკაკი ლოლომაძის დოკუმენტაციას განიხილავს, რომლის შედეგებიც დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მერობის მსურველმა შემდეგმა კანდიდატებმა მიმართეს:

1. "შენების მოძრაობა" – ალუდა გოგლიჩიძე

2. საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" – ზვიად ბაღდავაძე

3. "პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი" – გრიგოლ ბახტაძე

4. "საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი" – სამსონ გუგავა

5. "ქართული ოცნება" – გიორგი ჭიღვარია

6. "ახალი ქრისტიან–დემოკრატები" – გიორგი გოგელაშვილი

7. საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – გრიგოლ ვაშაძე

8. საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო"– გიორგი წულაია

9. საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო" - დავით გოგისვანიძე

10. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" – აკაკი ლოლომაძე 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.