პოლიტიკა
ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრები გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო კამპანიაში ერთვებიან
FaceBook
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი წევრები, რომლებმაც პარტია დატოვეს სახელისუფლებო გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავებენ.
ქუთაისში ბურჯანაძის პარტიის ოფისი ამ დროისთვის დაკეტილია. 

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის და მისი გუნდის წევრები გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან.

"ჩემი პარტიული რესურსით, რომლებმაც ჩემთან ერთად დატოვა პარტია, ყველანი მივალთ და მივეხმარებით გიორგი ჭიღვარიას. გავივლით კონსულტაციებს და თუ საჭირო იქნება შტაბშიც მივალთ და დავეხმარებით", - ამბობს დავით წიტაიშვილი.

ბურჯანაძის პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დატოვა. პარტიიდან წასვლის მიზეზად გუნდის ყოფილმა წევრებმა "დემოკრატიული საქართველოსა" და "თავისუფალი საქართველოს" გაერთიანება და გეართიანების  მიერ ქუთაისის მერობის კანდიდატად გოგი წულაიას წარდგენა დაასახელეს. 

პარტიის ყოფილმა წევრებმა ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" მიერ ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენამდე განაცხადეს, რომ თუ მმართველი გუნდი პოსტზე გიორგი ჭიღარიას დაასახელებდა,  მას მხარს დაუჭერდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.