პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის ვინაობა 22 ივლისს გახდება ცნობილი
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის ვინაობა, 22 ივლისს გახდება ცნობილი.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ბესო ბრეგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგები მალე გახდება ცნობილი.

პარტიაში არ მალავენ, რომ ამ ეტაპზე მერობის ერთადერთ კანდიდატად ხატია დეკანოიძე განიხილება. ხოლო, თუ საბოლოო არჩევანი დეკანოიძეზე არ შეჩერდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყება მსჯელობა ალტერნატიულ კანდიდატზე.

"ჯერჯერობით უნდა გადაწყდეს იქნება თუ არა ხატია დეკანოიძე კანდიდატად შერჩეული. შემდეგ იქნება მსჯელობა სხვებზე. 22-ში უკვე გვეცოდინება საბოლოო პოზიცია", - ამბობს ბესო ბრეგაძე.

მისივე თქმით, ალტერნატიულ კანდიდატებად განიხილება პარტიის როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პარტიის მიერ კანდიდატის ოფიციალური  წარდგენა მოგვიანებით მოხდება. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
20:29 / 29.07.2026
"ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა
და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები
გააცნო.
19:54 / 18.07.2026

ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.