პოლიტიკა
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მერობის კანდიდატად, შესაძლოა, დავით გოგისვანიძე დაასახელოს
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის შესაძლო კანდიდატად, ქუთაისის საკრებულოს წევრი, დავით გოგისვანიძე განიხილება. "ქუთაისიპოსტი" შეეცადა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დავით გოგისვანიძეს დაკავშირებოდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

სამაგიეროდ მისი თანაგუნდელი გოგისვანიძეს შესაძლო კანდიდატად დასახელებას ადასტურებს.

"განიხილება დავით გოგისვანიძე ქუთაისის მერობის კანდიდატად, რადგან ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია," - ამბობს პარტიის წარმომადგენელი, ამირან ძოწენიძე.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში მერობის კანდიდატად ასევე მოიაზრებიან გია თევდორაძე და კოტე რატიანი.

თავად კოტე რატიანი არ უარყოფს, რომ ამ მიმართულებით ადგილობრივ ლიდერებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"შიდა სამზარეულში მოვიაზრებით ადგილობრივი ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერი, თუმცა, ოფიციალური კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა. ასევე, ვიცი, რომ რამდენიმე საინტერესო ადამიანთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ცენტრალურ დონეზე, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული მონახაზი ამ ეტაპზე არ არსებობს", - ამბობს კოტე რატიანი.

ქუთაისის მერად სოლიდური და ცნობადი ფიგურა წარმოუდგენია პარტიის "ქუთაისის ორგანიზაციის" თავმჯდომარეს, გია თევდორძეს.

"შესაძლოა, ისეთი სახე ვიხილოთ ქუთაისის მერობის კანდიდატად, რომელიც საერთო ნაციონალური ცნობადობით და წონადობით გამოირჩევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება სოლიდური ფიგურა შევაჩიოთ ამ პოსტზე. ახლა ჯობია ისეთი ადამიანები შევარჩიოთ კანდიდატებად, რომლებიც ახალი ხედვით, ახალი ენერგიით შეძლებენ ქვეყნის და ქალაქის გადარჩენას", - განაცხადა პარტიის "ქუთაისის ორგანიზაციის" თავმჯდომარემ, ქუთაისპოსტთან საუბარში გია თევდორაძემ.

რაც შეეხება იმას, განიხილავს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ამ პოსტზე, ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. 

ამავე თემაზე:

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, შესაძლოა ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინონ

"მმართველ გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე

"არ ვარ დამოუკიდებლად მოთამაშე" - შოთა მურღულია ქუთაისის მერად კანდიდატურის წარდგენაზე

"მერობის კანდიდატს პრემიერი ან ვიცე-პრემიერი წარადგენს" - "ოცნების" ქუთაისის ორგანიზაცია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.