პოლიტიკა
სურთ თუ არა მოქალაქეებს ივანიშვილის გადაწყვეტილების მიმღებ პირად ხილვა - NDI-ის კვლევა
FaceBook
საქართველოს მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს თანამდებობა უნდა ეკავოს და გადაწყვეტილებების მიმღები ოფიციალური პირი უნდა იყოს. გამოკითხულიდან 41 პროცენტის აზრით კი სასურველია ივანიშვილი ჩართული არ იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, 6%-ს სურს რომ ივანიშვილი გადაწყვეტილებების მიმღები იყოს. თუმცა, მათივე აზრით, არ უნდა ეკავოს ოფიციალური თანამდებობა. კითხვაზე - სურთ თუ არა ივანიშვილის ხილვა გადაწყვეტილებების მიმღებ პირად? - პასუხი 20%-ს არ აქვს, ხოლო კითხვაზე უარი სამმა პროცენტმა თქვა. 
აღნიშნული მონაცემები აჩვენა საქართველოს მასშტაბით NDI-ის კვლევის შედეგებმა. კითხვაზე - რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად საქართველოში? - პასუხი 4%-მა არ გასცა.
საზოგადოების განწყობა საქართველოში - ასე ჰქვია კვლევას, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის აპრილში განახორციელა. კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 27 მარტიდან – 19 აპრილის ჩათვლით განხორციელდა. კვლევაში წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც ჩატარდა. ასევვე, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებშიც თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ია.
კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით ჩღღჩ საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (CIDA) მიერ.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.