პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი განხილვა ზესტაფონში გაიმართება
FaceBook
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის მეორე ეტაპი 18 მაისიდან დაიწყება. კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა ზესტაფონის მოსახლეობასთან გაიმართება.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საჯარო განხილვის მეორე ეტაპის ფარგლებში კიდევ 10 ქალაქა და რეგიონში  ჩავლენ. მათ შორის იქნება  სიღნაღი, ხულო, მარნეული, ახალქალაქი, ოზურგეთი, ფოთი, ყაზბეგი მესტია და  თბილისი.

საჯარო დისკუსიებს სულ 20 შეხვედრა დაეთმობა. კონსტიტუციის პროექტის განხილვა კი  23 მაისს დასრულდება. 

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე აღარ არის პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.


ამავე თემაზე:

მესხიშვილის თეატრში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო

"ქუთაისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი" - ირაკლი კობახიძე

"მმართველ გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე

საქართველოში რეგიონები უნდა განვითარდეს - ირაკლი კობახიძე

მამუკა მდინარაძე - ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.