პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ქუთაისიდან 400–მდე ადამიანი გაემგზავრა
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები, თბილისში პარტიის ყრილობაზე დასასწრებად  ქუთაისიდან უკვე გაემგზავრნენ. როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი, გია უკლება ამბობს, ისინი დედაქალაქში 13:00 საათზე იქნებიან. 

"ქუთაისიდან უკვე გამოუსულია 400-მდე ადამიანი.  მათი ნაწილი ყრილობაზე დელეგატებად, ზოგი კი სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს  გია უკლება. 

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 14:00 საათზე  დაიყება, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს დაკომპლექტება და მისი ორი თავმჯდომარის არჩევა მოხდება. 

ამავე თემაზე:



"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ქუთაისიდან 400-მდე დელეგატი გაემგზავრება


ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს 20 იანვრის ყრილობის შემდეგ აირჩევენ


დავით ბაქრაძე - "ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა, არის ემოციურად მძიმე

Print