პოლიტიკა
შოთა მურღულია ქუთაისელებს – მოგიწოდებთ აირჩიოთ "ქართული ოცნების" კანდიდატები
FaceBook

ქუთაისი მერი, შოთა მურღულია მოსახლეობას "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


ეს მოწოდება მან პილიტიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში გააკეთა.

"მოგმართავთ ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღის, 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. ამ დღეს თქვენ არჩევანს გააკეთებთ წარსულსა და მომავალს, რეგრესსა და აღმშენებლობას შორის. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული გახდება თუ არა მომავალი 4 წელი ქალაქისთვის ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი.

მოგიწოდებთ აირჩიოთ "ქართული ოცნების" კანდიდატები ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქებში, შესანიშნავი პროფესიონალები და უბრალოდ, ღირსეული ადამიანები გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.

ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარება და იმ პროექტების განხორციელბა , რომელიც უდიდეს მუხტს შეძენს ქუთაისის ცხოვრებას. არჩეული თვითთმართველობა და მაჟორიტარი დეპუტატები ერთიანი ძალებით გადავწვეტთ ქუთაისის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რათა კონფორტული გავხადოთ თქვენი ცხოვრება. ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი, რათა დავუბრუნოთ ძველი დიდება ჩვენს ქალაქს.

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსება შეცვლის ჩვენს ქალაქს: გაიზრდება მოსახლეობა, ეს იქნება ახალგაზრდული ქალაქი ახალი ენერგიით, ახალი იდეებით, ახალი ინფრასტრტუქტურით, ათასობით ახალი სამუშაო ადგილით ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ეს იქნება ახალი ქალაქი, რომელიც განვითარების, რეალიზებისა და დასაქმების უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ, ჩემო თანაქალაქელებო.

ქუთათურები, ჩემო თანაქალაქელებო, მეგობრებო! ახლოვდება 30 ოქტომბერი გადამწყვეტი დღე. მჯერა ჩემი ქალაქი არჩევანს გააკეთებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ და ამით ღირსეულად გაუსწორებს თავლს საკუთარ მომავალს. ერთად მივიდეთ არჩევნებზე, ერთად გავიმარჯვოთ და ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე. ქუთაისი ხომ ჩვენი სახლია"– აცხადებს შოთა მურღულია.

ქუთაისი მერის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, არასამთავრობო ორგანიაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმაურება. ორგანიზაციის უფროსი იურისტი, გიგი ჩიხლაძე ფაქტს კანონდარღვევად აფასებს და ამბობს, რომ სახეზეა მერის მიერ უფლებამოსილების განხორციელების მომენტში აგიტაციის გაწევა.

"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ თანამდებობის პირებს არ აქვს შეზღუდვა სამუშაო საათებში აგიტაციის კუთხით, ეს არ ნიშნავს მას, რომ თავისი უფლებამოსილების განხორცილების დროს შეუძლია ატაროს აგიტაცია. აქ გვაქვს ჩვეულებრივი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. კერძოდ, კი უფლებამოსილების განხორცილების დროს აგიტაცია და ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექს", - განმარტავს ქუთაისიპოტთან საუბარში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი.

თავად, ქალაქის მერი თვლის, რომ მას აგიტაციის გაწევის უფლება კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მთავრობის მიერ თბილისში დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
18:05 / 28.04.2024
მთავრობის მიერ თბილისში დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
იმერეთის მუნციპალიტეტებში თანამდებობის პირები „ქუთაისიპოსტთან“
საუბარში ღიად ამბობენ, რომ 29 აპრილს, თბილისში, „ოცნების“ მიერ
დაანონსებულ აქციაზე მიდიან.
14:00 / 28.04.2024
იმერეთის მუნციპალიტეტებში თანამდებობის პირები „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ღიად ამბობენ, რომ 29 აპრილს, თბილისში, „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მიდიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.