პოლიტიკა
ქუთაისის მერის დეკლარირებული ქონება და შემოსავლები
FaceBook
ქუთაისის მერს, შოთა მუღულიას ქონებრივი დეკლარაცია სამჯერ აქვს შევსებული. მურღულიამ დეკლარაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის და მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს შეავსო.
2012 წელს, მინისტრის მოდგილის პოზიციაზე შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მურღულიას საკუთრებაში იყო 90 კვ.მ ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე. მის საკუთრებაში გახლდათ მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz ML350 2003 წლის მოდელი, ხოლო მისი მეუღლის, თეონა შეყილაძის საკუთრებას წარმოადგენდა 1999 წელს გამოშვებული ავტომანქანა BMW 318.
ბინა საბურთალოს ქუჩაზე ამ დროისთვისაც მურღულიას საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანა Mercedes Benz , 2015 წლის დეკლრაციის მიხედვით ის უკვე ქუთაისის მერის მეუღლის საკუთრებადაა მითითებული.
2012 წლის დეკლარაციის მონაცემებით, მურღულიას ყველაზე მაღალი სახელფასო შენატანი თი-ბი-სი ბანკში ერიცხებოდა 3893.35 ლარის სახით. ასევე, ნაღდი ფულის სახით მის საკუთრებას წარმოადგენდა 4000 აშშ დოლარი და 1000 ლარი.
შოთა მურღულიას ეკონომიკის ექსპერტის საქმიანობით სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, უცხოური და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან შემოსავლების სახით, 2012 წელს მიღებული აქვს 94 687 ლარი.
შევსებული დეკლარაციების მიხედვით, შოთა მურღულია არ ფლობს ბიზნესს და არც ერთ კომპანიაში წილი არ აქვს. სამაგიეროდ, მისი მეუღლე შპს "DMT"-ს 34%-იანი წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანია "DMT" კვების პროდუქტების მწარმოებელ საწარმოდ 2010 წელსაა დარეგისტრირებული.
2012 წლის მონაცემებით, მურღულიას "საქართველოს ბანკთან" გაფორმებული ჰქონდა 30 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, ბინის შესაძენად, რაც 2015 წლის დეკლარაციაში ასახული აღარაა.
2014 წლის დეკლარაციით, მურღულიას მეუღლე, თეონა შეყილაძე იყო, ასევე, შპს "ეიჩ ბი ჯორჯია"-ს იურისტი, საიდანაც მას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 10 500 ლარი. შპს "ეიჩ ბი ჯორჯია" 2010 წელს, თბილისშია დარეგისტრირებული და მისი მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე, ჰიკმატ ბუტაევია. ამავე წელს შოთა მურღულიას, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსავლების სახით, მიღებული აქვს 91 295 ლარი.
2015 წელს, ქუთაისის მერის რანგში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მურღულიას ხელფასის სახით მიღებული აქვს 32 201 ლარი. მერის საქმიანობის პარალელურად, მურღულია სასწავლო საქმიანობას ეწევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, საიდანაც მას 28 100 ლარი აქვს მიღებული. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, იურისტის პოზიციაზე დასაქმებულ ქუთაისის მერის მეუღლეს კი, გასულ წელს 3 740 ლარის ოდენობის ხელფასი აქვს მიღებული.
დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.