პოლიტიკა
ქუთაისის მაჟორიტარობის 34 კანდიდატიდან დევნილებთან შეხვედრაზე მხოლოდ 9 მივიდა
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და დევნილების შეხვედრაზე, მხოლოდ 9 კანდიდატი გამოცხადდა.

შეხვედრის ორგანიზატორის, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, ქეთი ციბაძის თქმით, მან მოწვევა ყველა კანდიდატს გაუგზავნა.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი მხეიძემ ხელისუფლების მიერ დევნილებისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 12 800 დევნილს უკვე დაკანონებული აქვს საცხოვრებელი, მალე კი ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს ექნება საკუთარი სახლი.

დევნილთა პრობლემების კონკრეტიკისგან თავი შეიკავა "ქართული ონების" ქუთაისის მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, გენადი მარგველაშვილმა. მან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ მან ქალაქის ყველა უბანში მცხოვრები დევნილი ოჯახების პრობლემა კარგად იცის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.