პოლიტიკა
ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშს 4 წელია აკოპირებს
FaceBook

ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს. თვითმმართველობას ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა "ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს.
ქუთაისიპოსტის მიერ გამოთხოვილი ბოლო ოთხი წლის ანგარიშებით ირკვევა, რომ ყველა მათგანის ერთგვერდიანი ტექსტი ერთი და იგივეა. ოთხივე მათგანში იცვლება მხოლოდ ციფრები, რომელიც მიღებული წერილების და განცხადებების რაოდენობას მიუთითებს.
2011 წლის ანგარიშს ხელს ქუთაისის მაშინდელი მერი, გია თევდორაძე აწერს, 2012 წლისას – ბესიკ ბრეგაძე, ხოლო 2013-2014 წლის ანგარიშებზე ხელის მომწერი შოთა მურღულია გახლავთ.
გასულ წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქის თვითმმართველობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიად იწოდება. აღნიშნული ცვლილება 2014 წლის ანგარიშის ტექსტის ბოლო აბზაცზეც აისახა, სადაც ქუთაისის მერიას სიტყვა მუნიციპალიტეტი დაემატა.

KutaisiPost KutaisiPost

KutaisiPostKutaisiPost


დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.