პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძემ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
FaceBook
მოძრაობამ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მათი წარდგენის ცერემონია განმუხურში გაიმართა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის #48 ოლქში გამარჯვებისთვის თემურ ცამციშვილი იბრძოლებს, #49 საარჩევნო ოლქში ზვიად ბაღდავაძე, ხოლო #47 ოლქში ამირან ხვადაგიანი.

თემურ ცამციშვილი "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" კანდიდატია, ზვიად ბაღდავაძე "სამოქალაქო პლატფორმა- ახალ საქართველოს" წარმოადგენს, ხოლო ამირან ხვადაგიანი მოძრაობას "პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის".

"პოლიტიკოს უნდა ქონდეს ამბიციები- კარგი საქმის კეთების. ახლა არაა დრო დაპირებების პოლიტიკის წარმოების, ახლა დროა საქმიანი და საქმეების კეთების პოლიტიკის გატარების, ამიტომაც ვიბრძვი გამარჯვებისთვის. ქუთაისი უნდა იყოს საპარლამენტო ქალაქი, ტურისტულ–ლოჯისტიკური ცენტრი, ძლიერი საუნივერსიტეტო კერებით. ეკონომიკური თავისუფლება, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დახმარება, საგარეო კურსი - ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამა არის ამ ყველაფრის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობა. მე ვიქნები ხალხთან ერთად იმ საკანონმდებლო ინიციატივების ავტორი, რომელიც მისცემს თვითმმართველობებს შესაძლებლობას ემსახურებოდეს ხალხის ინტერსებს და არა ცენტრალური ხელისუფლების ნებას",- განაცხადა ქუთაისის #48 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თემურ ცამციშვილმა.

ამასთანავე, პაატა ბურჭულაძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.