პოლიტიკა
თანხის ჯგუფურად გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
FaceBook

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით 15 000 ათასი ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 5 პირი: 1970 წელს დაბადებული ზ. ა., 1982 წელს დაბადებული დ. ც., 1987 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.ბ., 1970 წელს დაბადებული მ. ჩ. და 1969 წელს დაბადებული შ.მ., გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, 1986 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ავტომანქანაში ჩასვეს და მისი ნების წინააღმდეგ, თბილისში, დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს, სადაც თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ერთ-ერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, რომლიდანაც მოხსნეს მასზე არსებული თანხა. ბრალდებულებმა, ასევე, იძულების წესით ი.ხ. თავის საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს, სადაც დაზარალებულის მეუღლეს 3500 ლარი გამოსძალეს.

აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით 15 000 ათასი ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვისა და და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "გ" და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით).


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა
დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
15:50 / 23.07.2024
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე –
ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“
საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
12:02 / 18.07.2024
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.