პოლიტიკა
ოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში ადილობრივ მოსახლეობას შეხვდა [R]
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშასა და მარტვილში ოთარ დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, აბაშის მუნიციპალიტეტის - პირველი მაისი, გაუწყინარი და გენზათის, მოსახლეობას შეხვდა. ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოსა და თამაკონის სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები.

დეპუტატობის კანდიდატმა პირადად მოისმინა და ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს.
"ჩვენს რეგიონს, აბაშასა და მარტვილს აქვს პოტენციალი იყოს წელში გამართული. ჩემი მიზანი ამ პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის ხელშეწყობაა. ეს პოტენციალი არსებობს აგრარული, ტურისტული, წარმოების ზრდის მიმართულებებით და მე, როგორ ამ კუთხის შვილი, აქაურობის გულშემატკივარი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ რეგიონის აღორძინების საქმისთვის",-განაცხადა ოთარ დანელიამ.

მან აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განვითარების პოტენციალსა და აგრარული დარგის განვითარების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშასა და მარტვილში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს",-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.