პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს [R]
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს სხვდასხვა საკითხზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჩაის კულტურაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო ჩაის პლანტაციის დამუშავების მსურველს ფინანსურად ხელს შეუწყობს, მოწეულ ნედლეულს კი სპეციალური მიმღები პუნქტები ჩაიბარებენ; მიღებული შემოსავალი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს.




გრიგოლ ლილუაშვილმა ყურადღება მიწის უფასო რეგისრაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროექტი სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა მორგებული, რადგან მათ პირველად მიეცათ საშუალება, ნაკვეთები სრულიად უსასყიდლოდ დაიკანონონ.

"ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა; მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. ამოქმედდა აგრო დაზღვევის პროგრამა; ამ პროგრამამ 115 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი დააზღვია. სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხერდა 1500-მდე ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სოფელი იყოს გამართული და ძლიერი," - განაცხადა ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:31 / 14.01.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო
გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.
13:27 / 14.01.2025
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.