პოლიტიკა
ქუთაისის მერს ბრალდებებს უყენებენ - საარჩევნო პიარს ბიუჯეტიდან იფინანსებს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაზეთის "ანგარიში ხალხს" გამოცემას და მის კარდაკარ გავრცელებას აპროტესტებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები გაზეთის გავრცელებას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებენ.

"ამ გაზეთის არსებობა პირდაპირი მიმანიშნებელია იმისა, რომ მურღულია საარჩევნოდ ემზადება და პიარს ბიუჯეტიდან იფინანსებს,"- აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლიას" ხელმძღვანელი, გია გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გაზეთი არ ემსახურება წინასაარჩევნო პიარ-კამპანიას.

"პიარს ემსახურება, მაგრამ არა საარჩევნო პიარს," - განმარტავენ მერიის პრეს-სამსახურში.  

გაზეთი სახელწოდებით "ანგარიში ხალხს" ქუთაისში მიმდინარე წლის 11 მაისიდან გავრცელდა.

ქუთაისის მერიამ გაზეთი25 ათას ეგზემპლარად დაბეჭდა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 9 ათასი ლარი დაუჯდა.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ვიზის მიღების ახალ
წესებზე განმარტებას აკეთებს.
15:41 / 19.03.2026
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ვიზის მიღების ახალ წესებზე განმარტებას აკეთებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველო იმ
ქვეყნების სიას დაემატა, რომელთა მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის
ამერიკული ვიზების მისაღებად  სავიზო გირაოს გადახდა უწევთ.
22:56 / 18.03.2026
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომელთა მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზების მისაღებად  სავიზო გირაოს გადახდა უწევთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.