პოლიტიკა
აშშ-მა ირანის დრონების გადამზიდავ ხომალდზე იერიში მიიტანა
FaceBook
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის დრონების გადამზიდავ ხომალდზე იერიში მიიტანეს.
სარდლობის ინფორმაციით, დარტყმის შემდეგ ხომალდი ცეცხლშია გახვეული.

საუბარია ირანის სამხედრო გემზე „შაჰიდ ბაღერი“, რომელიც გადაკეთებული სავაჭრო ხომალდია და ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატის განთავსება შეუძლია. აშშ-ის სამხედროების თქმით, გემი ზომით დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ავიამზიდს შეედრება.


რეგიონში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე კოორდინირებული ავიაიერიშები განახორციელეს. ოპერაცია მიზნად ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტების დასუსტებას ისახავდა.

ამის შემდეგ ირანმა საპასუხოდ დრონებითა და რაკეტებით იერიშები მიიტანა როგორც ისრაელზე, ისე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და მოკავშირე ქვეყნებზე ახლო აღმოსავლეთში. შეტაკებები რამდენიმე რეგიონშიც გავრცელდა და დაძაბულობა კვლავ იზრდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი
ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის მოქალაქეების დასჯას ცდილობს და მათ
პატიმრობით ემუქრება,
14:23 / 05.03.2026
„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის მოქალაქეების დასჯას ცდილობს და მათ პატიმრობით ემუქრება,
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის
ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
10:31 / 05.03.2026
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.