პოლიტიკა
"ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის მოქალაქეების დასჯას ცდილობს" - „ოპოზიციის ალიანსი“
FaceBook
„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის მოქალაქეების დასჯას ცდილობს და მათ პატიმრობით ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ხალხი წარმოადგენს ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომელიც, მათი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეჟიმს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

ოპოზიციის ალიანსის შეფასებით, მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელსაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია და რომელიც, მათი თქმით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას უღალატა.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი კანონები ხელისუფლებას საზოგადოების კრიტიკული რეაქციის გასანეიტრალებლად სჭირდება და მათი მიზანი მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაა.

ამასთან, ოპოზიციის ალიანსის თქმით, მსგავსი ნაბიჯებით თავად ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების არაღიარების ეშინია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის ალიანსი კვლავ ადასტურებს შეთანხმებულ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც ისინი არ აღიარებენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობას და მუშაობენ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

მათი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის
ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
10:31 / 05.03.2026
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
9  ოპოზიციური პარტია ოპოზიციის ალიანსს — „ერთობა ერთად
გამარჯვებისთვის“ აფაუძნებს.
15:34 / 02.03.2026
9  ოპოზიციური პარტია ოპოზიციის ალიანსს — „ერთობა ერთად გამარჯვებისთვის“ აფაუძნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.