საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა,
რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად,
საქართველოს ხელისუფლება დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში
ცვლილებებს არ გეგმავს.
მისი თქმით, არ მოხდება ელჩის გაძევება და არც სხვა სახის
დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა.
ელჩი თვითონ ხომ არაფერს წყვეტს, ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია.
თვითონ როგორ უყურებს ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ ობიექტური
შემფასებლის თვალით, მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული. მისი ხელით
გაცხადდა გადაწყვეტილება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების
ხელყოფის თაობაზე, თან ის წარმოადგენს დიდ ბრიტანეთს - ინგლისში
წარმოიშვა ადამიანის ძირითადი უფლებები და ამ ქვეყნის წარმომადგენელს
უწევს განცხადების გაკეთება საქართველოში მედიის თავისუფლების,
ძირითადი თავისუფლების, ხელყოფის თაობაზე.
მისი მდგომარეობა ტრაგიკულია, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ არ უნდა
დავამძიმოთ ამ მდგომარეობის ტრაგიზმი. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში
ჩვენ აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ჩვენთვის ძვირფასია
დიდი ბრიტანეთი, როგორც სახელმწიფო და შესაბამისად ხალხი. იგივე
ეხებოდა ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, უკრაინას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც
უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იქიდან, რომ
ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე
სახელმწიფო და ჩვენთვის ძვირფასია ბრიტანელი ხალხი. რაც შეეხება ელჩის
დაბარებას, ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური დემარშის ფორმა, ამას
პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება
იმასთან დაკავშირებით თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება-
ნული ინფორმაცია, ნული ფაქტები ამასთან დაკავშირებით. ეს მეტყველებს
კიდევ ერთხელ ამ მდგომარეობის ტრაგიკულობაზე,“ - განაცხადა
კობახიძემ.
დიდი ბრიტანეთმა სამთავრობო ტელეკომპანიები
„იმედი“ და „POSTV“ დასანქცირა.
მასალის გამოყენების პირობები