პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შედის
FaceBook

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამით პარტიის მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი დასრულებულია.

XI მოწვევის პარლამენტში პარტია "გახარია საქართველოსთვის" 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შედის. ადგილმონაცვლე დეპუტატები არიან: - გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, ხოლო სოფიო ხორგუანი.

"ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ "ოცნების" ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება, ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოპარვა და სხვა ბევრი დანაშაულებრივი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, ოცნებას შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა! ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო, ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე! მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას! 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულმა პროცესებმა სიტუაცია უკიდურესად დაამძიმა, უკიდურესად დააზიანა ისედაც დასუსტებული ოპოზიციური სპექტრი და ოცნებას მისცა საბაბი, საკუთარ მომხრეებში გაემართლებინა ავტორიტარიზმის დამძიმება. ვხედავთ გამოხატვის თავისუფლების ამკრძალავ ახალ ანტიდემოკრატიულ კანონებს, ათობით დაპატიმრებულ დემონსტრანტს, მათ შორის ჟურნალისტებს, რასაც ჩვენი მომავალი თაობისთვის ევროპული განათლების მიღების შემზღუდავი ეგრეთ წოდებული განათლების ახალი რეფორმის ანონსიც დაემატა. ვხედავთ ანტიევროპული პროპაგანდის კიდევ უფრო დამძიმებას, პირდაპირ თავდასხმებს პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებზე",  - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და საარჩევნო სიებიც ჩახსნეს. გახარიას პარტიას ბარიერგადალახული სხვა განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია “ლელო ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ, ალექსანდრე მიქაუტაძემ პარტია დატოვა.
13:59 / 20.10.2025

პარტია “ლელო ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მიქაუტაძემ პარტია დატოვა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა,
რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულო
ფუნქციონირებას ერთი თვის ვადაში დაიწყებს.
12:25 / 15.10.2025
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულო ფუნქციონირებას ერთი თვის ვადაში დაიწყებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.