პოლიტიკა
როდის შეუდგება ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულო ფუნქციონირებას ერთი თვის ვადაში დაიწყებს.

საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას. სწორედ ამ სხდომის შემდეგ შეუდგებიან ახლადარჩეული დეპუტატები მუშაობას.

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანო 25 დეპუტატით დაკომპლექტდა. აქედან, 22 დეპუტატი "ქართულ ოცნებას", თითო-თითო დეპუტატი კი ბარიერგადალახულ ოპოზიციას ეყოლება, რადგან 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 77.55% (36 047 ხმა) "ქართულმა ოცნებამ" მიიღო; 5.7% (2 661 ხმა) - პარტია "გირჩმა"; 5.7% (2659 ხმა ) - პარტია "ლელომ"; 4.5% (2114 ხმა) კი - პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" მიიღო.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში, პარტიული სია 8 პარტიას ჰქონდა წარმოდგენილი.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური  პარტიების ნაწილმა  ბოიკოტი გამოუცხადა. 

საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818 შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:42 / 15.10.2025
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილება შედის, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესს ეხება.
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს
ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
12:54 / 15.10.2025
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.