პოლიტიკა
"როგორი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, საზოგადოებას მასზე რეაქცია არ აქვს"- ბიძინა ივანიშვილი
FaceBook
"როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს"

- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება.

„დღეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც ბოლო წლებში თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ.

13 წელიწადია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, მიღწევა, რასაც შეიძლება, ხაზი გავუსვათ, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისევე, როგორც საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით, რომელიც მოახერხა საზოგადოებამ, მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება არჩევნებზე სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს. შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ქვეყნის განვითარების.

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს. მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება. იმედია, დღეს საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და აქციას აანონსებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ტარდება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
08:05 / 04.10.2025

დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე
ერთი დღე რჩება.
12:05 / 03.10.2025
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღე რჩება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.