პოლიტიკა
დღეს, საქართველოში არჩევნები ტარდება, რომელსაც ოპოზიციის და ამომრჩევლების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს
FaceBook

დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.



ოპოზიციის გარდა, ასევე, ბოიკოტს უცხადებს ამომჩევლის ნაწილიც. ისინი ამბობენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

" აქამდე, თუკი არჩევანს ვაკეთებდით ცუდსა და უარეს შორის, ახლა ესეც აღარ შეგვიძლია. ამ არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტიაა, ოღონდ სხვადასხვა სახელით. ამიტომაც აზრი აღარ აქვს არჩევნებზე წასვლას", - ამბობენ ამომრჩევლები.

ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს პარტიებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და სხვა.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც არსებობის 31- წლიანი ისტორიის განმავლობაში არ დააკვირდება "სამართლიანი არჩევნები". ასევე არ დააკვირდება საია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ამ არჩევნებს, ასევე, არ დააკვირდება ეუთო/ოდირიც.

4 ოქტომბრის არჩევნებისათვის, ცესკოში რეგისტრირებულია 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია.

4 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მასშტაბით, 64 მერისა და 64 საკრებულოს 2 058 წევრის ასარჩევად ტარდება.

ცესკო-ს მონაცემებით, ამ არჩევნებისთვის, საქართველოში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 13 818-ს შეადგენს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ
საპროტესტო აქციას, ისევე როგორც სხვა ქალაქებიდან, ქუთაისიდანაც
შეუერთდებიან.
12:17 / 04.10.2025
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციას, ისევე როგორც სხვა ქალაქებიდან, ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 21 848
ამომრჩეველი მივიდა.
12:16 / 04.10.2025
12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 21 848 ამომრჩეველი მივიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.