პოლიტიკა
ხვალ საქართველოში არჩევნები ტარდება - რით არის ეს კენჭისყრა განსხვავებული
FaceBook
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღე რჩება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას მხოლოდ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.

ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს პარტიებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს, რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.

ეს არჩევნები იმითაც არის განსხვავებული, რომ მას მსხვილი ადგილობრივი სადამკვირებლო ორგანიზაციები სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით აღარ დააკვირდებიან (თუმცა მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას აგრძელებენ).

არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ქვეყანაში 30 წელია, უწყვეტად აკვირდება საარჩევნო გარემოს, პირველად, 4 ოქტომბერს ტრადიციული მეთოდოლოგიით მონიტორინგს ვეღარ გაუწევს.  ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2025 წელს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

ასევე, 31 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს, ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

საიაშიც ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში არ დააკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“. 

ამ არჩევნებს ასევე არ დააკვირდება ეუთო/ოდირიც.  

4 ოქტომბრის არჩევნებისათვის, ცესკოში რეგისტრირებულია 23 ადგილობრივი და 29 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია.

4 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მასშტაბით, 64 მერისა და 64 საკრებულოს 2 058 წევრის ასარჩევად ტარდება.

ცესკო-ს მონაცემებით, ამ არჩევნებისთვის, საქართველოში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 13 818-ს შეადგენს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.



Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2025
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
15:36 / 12.11.2025
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლის
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება
15:13 / 10.11.2025
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.