პოლიტიკა
სასამართლომ სააკაშვილს და ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა
FaceBook
სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.


შედეგად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას ერთად, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად 8 392 827 ლარი განესაზღვრათ. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს, დამატებით, გადასახდელად განესაზღვრა 631 540 ლარი.

ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:56 / 26.09.2025
"აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს", - ამის შესახებ "ოცნების" პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა
ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში
მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად
დაბრუნება.
17:18 / 25.09.2025
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად დაბრუნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.