პოლიტიკა
"აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს"
FaceBook
"აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს", - ამის შესახებ "ოცნების" პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება.

„საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში ყაველაშვილმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ისტორიაზე, „მშვიდობის შენარჩუნებაზე“, ეკონომიკურ ზრდაზე, 2008 წლის ომსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე, მიმართა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა
ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში
მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად
დაბრუნება.
17:18 / 25.09.2025
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად დაბრუნება.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის,
10:27 / 25.09.2025

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, "ქართულ ოცნებას" იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 4 მუნიციპალიტეტში კონკურენტი არ ჰყავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.