პოლიტიკა
მერის სავარძლიდან საკრებულოს რიგით წევრობამდე - გიორგი ჭიღვარია კითხვებს არ პასუხობს
FaceBook
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად დაბრუნება.
რატომ აირჩია უფრო მცირე გავლენის პოზიცია? რა გეგმები აქვს ქალაქის საკრებულოში ისეთი, რისი გაკეთებაც მერის რანგში ვერ მოახერხა? და თუ ქალაქის განვითარების ხედვა ჰქონდა, რატომ დატოვა მერობა ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევრით ადრე, საკუთარი სურვილით? - „ქუთაისიპოსტმა“  ამ კითხვებზე პასუხის მიღება 27 აგვისტოდან დღემდე რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

ჭიღვარია არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც ტექსტურ შეტყობინებას ეხმაურება. როგორც ჩანს, პოლიტიკაში დაბრუნებული ყოფილი მერი მედიასთან საუბარს ტრადიციულად გაურბის.

გიორგი ჭიღვარია მერის პოსტს 2017-2020 წლებში იკავებდა. 

მან ქუთაისის მერის პოსტი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად მიიღო. ჭიღვარიამ მერის თანამდებობა,
2020 წლის აპრილში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მას წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია. მხოლოდ ის თქვა, რომ თანამდებობის დატოვებასთან ერთად, პოლიტიკიდანაც მიდიოდა.

გიორგი ჭიღვარიამ მერის პოსტი ბევრი შეუსრულებელი დაპირებით დატოვა. მისი მერობის პირობებში ვერ მოესწრო ყველაზე მასშტაბური პროექტების არათუ შესრულება, არამედ მათი დაწყებაც კი. გიორგი ჭიღვარიას დაპირებად დარჩა რიონისპირა სახლების, კაკაბაძის სახელობის გალერეის, ბალახვნის კიბეებისა და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია.

მისი ხელწერაა ისტორიული თეთრი ხიდი, რომლის საბოლოო იერსახის გამოც ქუთაისელებისგან მწვავე კრიტიკა მიიღო. კრიტიკისა და ქილიკის მიზეზი გახდა მისი პორტრეტის ხილვა იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართულ გამოფენაზეც.

2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.


ამავე თემაზე:

რით დაამახსოვრდა გიორგი ჭიღვარია ქუთაისს?! (ფოტო)

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო გადამდგარი მერისგან განცხადების გაკეთებას ითხოვს

" უნდა გააკეთოს განმარტება გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით"–TI გიორგი ჭიღვარიაზე

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:56 / 26.09.2025
"აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს", - ამის შესახებ "ოცნების" პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის,
10:27 / 25.09.2025

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, "ქართულ ოცნებას" იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 4 მუნიციპალიტეტში კონკურენტი არ ჰყავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.