პოლიტიკა
იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში მერობისთვის მხოლოდ "ოცნების" კანდიდატები "იბრძოლებენ"
FaceBook

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, "ქართულ ოცნებას" იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 4 მუნიციპალიტეტში კონკურენტი არ ჰყავს.



ბაღდათში, ვანში, ტყიბულსა და საჩხერეში მხოლოდ ერთი, მმართველი პარტიის კანდიდატია დარეგისტირებული.

კერძოდ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მერობისთვის "ოცნებიდან" ნოდარ გიორგიძე "იბრძოლებს", ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, საჩხერეში კი - ლევან ივანიშვილი.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ოპოზიციას კანდიდატი არ ჰყავს წარდგენილი.

დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი "ოცნებას" ოპოზიციური პარტიებიდან ხან ერთი, ხან კი ორი კონკურენტი ჰყავს.

კანდიდატები, რომლებიც იმერეთში, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, მერობისთვის "იბრძოლებენ":

ზესტაფონის მერობის კანდიდატები:
1. გიგი ნებიერიძე - „საქართველო“
2. ქართლოს პერანიძე - „გახარია საქართველოსთვის“
3. ვახტანგ ღამბაშიძე - "ქართული ოცნება"

ბაღდათის მერობის კანდიდატი:
1. ნოდარ გიორგიძე - "ქართული ოცნება"

ვანის მერობის კანდიდატი:
1. ალექსანდრე გოგორიშვილი - "ქართული ოცნება"

სამტრედიის მერობის კანდიდატები:
1. ბადრი ვაშაკიძე - "ძლიერი საქართველო-ლელო"
2. დავით ბახტაძე - "ქართული ოცნება"

ხონის მერობის კანდიდატები:
1. გელა ბობოხიძე - "ძლიერი საქართველო-ლელო"
2. ლადო ჯურხაძე - "ქართული ოცნება"

ჭიათურის მერობის კანდიდატები:
1. ზაზა ჭუმბურიძე - „გახარია საქართველოსთვის“
2. გივი მოდებაძე - "ქართული ოცნება"

ტყიბულის მერობის კანდიდატი:
1. დავით კუბლაშვილი - "ქართული ოცნება"

წყალტუბოს მერობის კანდიდატები:
1. ქეთევან ბაკარაძე - „გახარია საქართველოსთვის“
2. გენადი ბალანჩივაძე - "ქართული ოცნება"

ქუთაისის მერობის კანდიდატები:
1. გიორგი ამაღლობელი - „საქართველო“
2. პაატა ზაქარეიშვილი - „გახარია საქართველოსთვის“
3. დავით ერემეიშვილი - "ქართული ოცნება"

ხარაგაულის მერობის კანდიდატები:
1. ინგა მაღრაძე - "ძლიერი საქართველო-ლელო"
2. კობა ლურსმანაშვილი - "ქართული ოცნება"

თერჯოლის მერობის კანდიდატები:
1. სულიკო ზარნაძე - „გახარია საქართველოსთვის“
2. მანუჩარ რობაქიძე - "ქართული ოცნება"

საჩხერის მერობის კანდიდატი:
1. ლევან ივანაშვილი - "ქართული ოცნება"

ცესკოს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი. რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი. 

2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ჩანიშნული, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:56 / 26.09.2025
"აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს", - ამის შესახებ "ოცნების" პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა
ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში
მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად
დაბრუნება.
17:18 / 25.09.2025
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად დაბრუნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.