ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით შემდეგი ორგანიზაციები
დარეგისტრირდნენ:
„იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია“ (IEC) (ორი
დამკვირვებლით);
ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო (ორი
დამკვირვებლით);
„მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“ (ორი დამკვირვებლით);
„თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო (ორი
დამკვირვებლით);
„ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო“ (NEBE) (ორი დამკვირვებლით);
„მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია“ (სამი
დამკვირვებლით);
„ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ერთი
დამკვირვებლით);
„სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია“ (ერთი დამკვირვებლით);
„ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ორი
დამკვირვებლით);
„ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო
კომისია“ (ორი დამკვირვებლით);
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია”;
„ფიჯის საარჩევნო ოფისი (FEO)”;
„უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი”;
„სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების,
რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი”;
„სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია”.
საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე შეუძლიათ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი
აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით
ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და
შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს, შესაბამისად,
ისინი ვერ დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ 4
ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის
შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები