პოლიტიკა
"ქუთაისი აქციეს თანამედროვე სოფლად" - მერობის კანდიდატის ხედვა ქალაქის განვითარებისთვის
FaceBook
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისის მერობაზე სამი კანდიდატიდან ერთ-ერთია გიორგი ამაღლობელი, რომელიც პარტია "საქართველომ" წარადგინა.
გიორგი ამაღლობელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას. ამბობს, რომ არჩევნები  გაყალბდა და  მისმა პარტიამაც პარლამენტში მანდატების მისაღებად საჭირო ხმები ვერ მოაგროვა. ის თვლის, რომ ახლა ბოიკოტის დრო არ არის.

"მე საერთოდ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. თუკი ვინმე რამეს აპირებდა, რევოლუცია იყო თუ  რა, ეს მაშინ შეიძლებოდა, ხალხს გვერდით დადგომოდნენ. კი ნამდვილად, გაყალბდა  ბევრ ქალაქში წინა არჩევნები, მაგრამ ახლა ჯერ არჩატარებულა და წინასწარ თქვა გაყალბდაო, ეს სწორად არ მიმაჩნია, სწორედ ამიტომაც ვიღებ მონაწილეობას. საჭიროა ჭკვიანური გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას  არ დააზიანებს", - ამბობს მერობის კანდიდატი.

გიორგი ამაღლობელი ქუთაისელია და ამბობს, რომ შესაბამისად, კარგად იცის ქალაქის საჭიროება.

"საერთოდ, კი ქალაქი გამოსაცოცხლებელია და მივესალმები პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას. მოსახლეობა არ დარჩა ფიზიკურად ქალაქში, ესაა პირველ რიგში, უდიდესი პრობლემა, რაც უნდა აღმოიფხვრას. ასევე, ხალხისთვის სამუშაო ადგილებია შესაქმნელი, რომ დაბრუნდნენ ქალაქში. ქუთაისი აქციეს თანამედროვე სოფლად, ამას ქალაქი აღარ ქვია ისეთ სიტუაციაში ჩააგდეს. არის უყურადღებოდ დატოვებული, ამ ქალაქში არ ხდება არაფერი, რეალური რომ კეთდებოდეს, მხოლოდ თავიანთ ჯიბეებს ისქელებენ. ჩემი მერობის შემთხვევაში, ალბათ, შევძლებ, ყველა ქუთაისელის მოთხოვნა დავაკმაყოფილო და აღმოვფხვრა პრობლემები, რისი შესაძლებლობაც მომეცემა და რისი შესაძლებლობაც მექნება", - განმარტავს გიორგი ამაღლოებლი. 

თუ როგორ უნდა  განვითარდეს ქვეყანა, აღნიშნავს, რომ მისი ხედვა პროქართულია.

"აუცილებლად ავირჩევდი პროქართულ ხედვას. რაც აწყობს ქართველ ერს, ისე უნდა განვითარდეს საქართველოს პოლიტიკაც. თავიდან იყო მილოცვები, ჩვენი დამსახურება არისო ვიზალიბერალიზაცია, ახლა კი ისეთ ზღვარზე ვართ, რომ შეიძლება გაუქმდეს. ათასობით ადამიანი ემიგრაციიდან არჩენს ოჯახებს და ნამდვილად აღარ არის მისასალმებელი ეს საკითხი. ამიტომაც, ყველაფერს სჭირდება დალაგება და  სწორი ხედვა", - აღნიშნავს ის.

გიორგი ამაღლოებლი შპს "გლობალთაიმის " დამფუძნებელია. როგორც თვითონ ამბობს, იმერეთის მუნიციპალიტეტებში (ქუთაისში არა) მშენებლობებზე ქვეკონტრაქტორად მუშაობდა. ამბობს, რომ ახლა კომპანიას მუშაობა არჩევნებში მონაწილეობის გამო აქვს შეჩერებული.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი დარეგისტრირდა. ესენი არიან:  "ქართული ოცნებიდან" - დავით ერემეიშვილი;  „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან - პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან" - გიორგი ამაღლობელი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი
10:29 / 09.09.2025
ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძოლებს".
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისის მერობისთვის
13:37 / 08.09.2025
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისის მერობისთვის "გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან პაატა ზაქარეიშვილი "იბრძოლებს".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.