პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები იმერეთის რეგიონში
FaceBook
„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.
მერობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის დაასახელა.

"პრინციპში, ხშირ შემთხვევაში, უკვე ცნობილია კანდიდატების ვინაობა, ბანერები და ბილბორდებიც არის გამოკურლი . იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


კანდიდატები იმერთის რეგიონში :

ქუთაისში -  დავით ერემეიშვილი;

საჩხერეში - ლევან ივანაშვილი;

ჭიათურაში -  გივი მოდებაძე;

ხარაგაულში - კობა ლურსმანაშვილი;

თერჯოლაში - მანუჩარ რობაქიძე;

ვანში -  ალექსანდრე გოგორიშვილი;

სამტრედიაში - დავით ბახტაძ;ე

ხონში -  ლადო ჯურხაძე;

წყალტუბოში -  გენადი ბალანჩივაძე;

ბაღდათში  მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე;

ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე;

ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე  ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.

თბილისში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:56 / 26.09.2025
"აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს", - ამის შესახებ "ოცნების" პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა
ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში
მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად
დაბრუნება.
17:18 / 25.09.2025
ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკრებულოს პროპორციულ სიაში მეათე ნომრად ჩასვა, გადაწყვიტა მერის სავარძლიდან რიგით დეპუტატად დაბრუნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.