პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს
FaceBook
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განაცხადებით, "ნაციონალურმა  მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო ნომრები დაკარგეს.
"ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებისთვის“] და 5 [„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“] წილისყრაში იქნება გათამაშებული", -  განაცხადა  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ის ნომრები მიენიჭათ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ.

„8 აგვისტოს საღამოს 18:00-ზე დასრულდა განცხადებების მიღების პროცესი და დღეის მდგომარეობით, სულ 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა ცესკოს არჩევნებში თანამონაწილეობს მიზნით, საიდანაც 14 სუბიექტი უკვე რეგისტრირებული გახლავთ, სამ სუბიექტთან კი პროცესი განხილვის პროცესშია და კანონით გათვალისწინებულ ვადებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

ინსტიტუციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დასრულდა მომართვის ვადა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხის შესაბამისად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს განხილვა, რათა დროულად იქნეს პარტიებისთვის რიგითი ნომრების მინიჭება, რომელიც მათ საინფორმაციო საარჩევნო კამპანიებში იქნება გამოყენებული.

5-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლებმაც ვადებში მოგვმართეს, მათ პირდაპირ მიეკუთვნებათ ის რიგითი ნომრები, რომლითაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. 12 სუბიექტის შემთხვევაში განხორციელდება წილის ყრა, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს 1-ელი ნომრიდან, 12 თავისუფალი ნომერი.

ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებისთვის“] და 5 [„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“] წილისყრაში იქნება გათამაშებული“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ასევე, წილისყრის მიხედვით საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართველ ერთობას“, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ ერგო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის
ცესკო-ს 17-მა პარტიამ მიმართა,
22:17 / 08.08.2025
ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცესკო-ს 17-მა პარტიამ მიმართა,
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 17 წელი გავიდა.
09:25 / 08.08.2025
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 17 წელი გავიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.