"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ
განკარგულება გამოსცა.
შესაბამის ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული
განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება
თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის
მიერ.
„საქართველოს კონტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუქტის „გ" ქვეპუნტისა
და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის"
133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025
წლის 4 ოქტომბერს“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის N05/08/01
განკარგულებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში
მონაწილეობას გეგმავს „ლელო“ და "გახარიას" პარტია, რომლებმაც
ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.
მასალის გამოყენების პირობები