პოლიტიკა
"დღეს ვხსნით საარჩევნო კამპანიას"- "ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" დღეს საარჩევნო კამპანია გახსნა და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.

მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება, რომელსაც "ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, მთაწმინდის პარკში გაიმართა.

კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად, „ოცნების“ გუნდის სახელით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

"მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად, მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დარჩა პოზიციები შესაჯერებელი.

„ როგორც კი შევჯერდებით ამ ორ-სამ შემთხვევაზე, მაშინვე წარვადგენთ უკვე ერთიან სიას. ეს ეხება როგორც მუნიციპალიტეტის მერებს, 63 კანდიდატს რეგიონებში, ასევე ეხება თბილისის საკრებულოსა და ყველა საკრებულოს სიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი
იქნება.
10:41 / 29.07.2025
„ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი იქნება.
15:01 / 15.07.2025
"არა რუსულ არჩევნებს", "არა რეჟიმთან თანამშრომლობას", - ამ სახელწოდებით, 19 ივლისს, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, ერთობის მარში გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.