„ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი
იქნება.
მას აღნიშნულ პოსტზე, ოფიციალურად, უახლოეს პერიოდში წარადგენენ.
ამჟამად ერემეიშვილი მერის მოვალეობას ასრულებს.
ერემეიშვილს ქუთაისში უკვე ულოცავენ მერობის კანდიდატად დასახელებას,
მათ შორის პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე.
"ბატონი დავითი გამოირჩევა ქალაქის სიყვარულით და ქუთაისზე ზრუნვით.
მისი ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა და განხორციელდა
ჩვენს ქალაქში.
ვულოცავ დავით ერემეიშვილს კანდიდატად დასახელებას და ვუსურვებ
გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებული ვარ",- წერს სოციალურ ქსელში
ზაზა ლომინაძე.
დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პირველი მოადგილის პოსტს 2019
წლიდან იკავებდა, 2024 წლის ივლისიდან კი, მას შემდეგ რაც იოსებ
ხახალეიშვილმა მერის თანამდებობდა დატოვა, მერის მოვალეობას
ასრულებს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის
ოქტომბრის პირველ შაბათს, 4 ოქტომბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები